EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ნახვები: 349 ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის საანგარიშო პერიოდში მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები არ გამართულა. ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით პასუხისმგებელი უწყებები ფორმალურად აგრძელებდნენ საქმიანობას, ევროკავშირთან მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი არ შემდგარა.

კერძოდ, ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხების კოორდინაცია კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის გენერალურ დირექტორატს ეკისრებოდა, ხოლო პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ზედამხედველობის ფუნქცია შენარჩუნებული ჰქონდა.

ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგებოდა ანტიევროპული რიტორიკა და საკვანძო რეფორმების განხორციელების უგულებელყოფა.

ანგარიშში აღწერილი ვითარება მიუთითებს, რომ ევროპული ინტეგრაციის ინსტიტუციური მექანიზმების ფორმალური შენარჩუნების მიუხედავად, ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეზე განვითარება საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა