EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ისრაელის არჩევნები: ხმების 90,9%-ის დათვლის შემდეგ ნეთანიაჰუს ბლოკი 53 მანდატს იღებს, აიზენკოტის ბლოკი კი – 48-ს

ნახვები: 339 ისრაელის არჩევნები: ხმების 90,9%-ის დათვლის შემდეგ ნეთანიაჰუს ბლოკი 53 მანდატს იღებს, აიზენკოტის ბლოკი კი – 48-ს
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 90,9%-ის დათვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო მანდატების რაოდენობას ვერ აგროვებს. ინფორმაციას The Times of Israel ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

განახლებული შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 120-ადგილიან ქნესეთში 53 მანდატს მოიპოვებს, ხოლო მისი მთავარი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი – 48 მანდატს.

ამასთან, არაბული პოლიტიკური პარტიები, წინასწარი მონაცემებით, ჯამში 19 მანდატს მიიღებენ.

ისრაელის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 61 მანდატია საჭირო. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერცერთი ძირითადი ბლოკი დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს საპარლამენტო უმრავლესობას.

აღსანიშნავია, რომ ხმების 41,9%-ის დათვლის შემდეგ ნეთანიაჰუს ბლოკს 57 მანდატს უწინასწარმეტყველებდნენ, აიზენკოტის ბლოკს კი – 47-ს. განახლებული მონაცემებით, ნეთანიაჰუს ბლოკის საპროგნოზო მანდატების რაოდენობა ოთხით შემცირდა.

ხმების დათვლა გრძელდება. საბოლოო შედეგებამდე მანდატების განაწილება შესაძლოა კვლავ შეიცვალოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა