4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა

ნახვები: 403 შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, დააკავა.

დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა გარემოებებში მოხდა სავარაუდო დანაშაული, ვინ არის დაზარალებული და სად განხორციელდა დაკავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა