4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ

ნახვები: 324 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე მსჯავრდებულ ოთხ პირს - მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას - პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. შეთანხმების პირობების თანახმად, მათთვის სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთისა და პირობითი მსჯავრის განსაზღვრა იგეგმება.

ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც აღნიშნული ოთხი მსჯავრდებულის საქმე ძირითადი საქმისგან ცალკე გამოიყო.

პროკურორმა ვაჟა თოდუამ სასამართლო პროცესზე საპროცესო შეთანხმების პირობები დაასახელა. მისი განმარტებით, ოთხივე მსჯავრდებულისთვის შეთანხმება ერთნაირ სასჯელს ითვალისწინებს.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების აუცილებელი წინაპირობა ბრალის აღიარებაა. შესაბამისად, შეთანხმების დასამტკიცებლად მსჯავრდებულებმა მათთვის წარდგენილი ბრალდება უნდა აღიარონ.

პროკურატურასა და მსჯავრდებულებს შორის მიღწეული შეთანხმება საბოლოოდ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. შესაბამისი სასამართლო სხდომის თარიღი ჯერჯერობით დანიშნული არ არის.

შეგახსენებთ, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები არიან. მათ 2026 წლის 7 მაისს სასამართლომ შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას — ხუთ-ხუთი წლით.

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ოთხივე მსჯავრდებულისთვის თავდაპირველად განსაზღვრული სასჯელი შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით შეიცვლება.

ამ ეტაპზე შეთანხმება სასამართლოს მიერ დამტკიცებული არ არის, შესაბამისად, ახალი სასჯელის პირობები საბოლოოდ ძალაში ჯერ არ შესულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა