4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს

ნახვები: 364 მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. სასამართლოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მისი პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს და ის ძალაში 2026 წლის 13 ოქტომბრიდან შევიდა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, — ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კობახიძის უფლებამოსილების შეწყვეტას წინ უძღოდა მისი შუამდგომლობა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მანანა კობახიძემ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში კობახიძემ მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პირადი განცხადება წარადგინა.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი თანამდებობიდან წასვლა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითგანრიდების შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გავრცელებულ ინფორმაციაში უფლებამოსილების შეწყვეტის დამატებითი მიზეზები მითითებული არ არის.

მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის 8 თებერვალს აირჩია. მისი უფლებამოსილების კანონით განსაზღვრული 10-წლიანი ვადა 2027 წლის თებერვალში იწურებოდა.

შესაბამისად, კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ოთხი თვით ადრე დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა