4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება

ნახვები: 425 კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ყოფილი იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება საფრთხეს უქმნის იმ სავაჭრო მარშრუტებს, რომლებითაც მოსკოვი მესამე ქვეყნების გავლით სამხედრო წარმოებისთვის საჭირო ელექტრონულ კომპონენტებს იღებს. მისი შეფასებით, ამ პროცესმა შესაძლოა საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებზეც იმოქმედოს.

კემულარია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც, მისი ინფორმაციით, 1 600 საწარმოსა და ფიზიკურ პირს შეეხება.

მისი განცხადებით, შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი მიზანია რუსეთის სარაკეტო და სხვა სამხედრო-სამრეწველო საწარმოებისთვის ევროპული ჩიპებისა და ტექნოლოგიური კომპონენტების მიწოდების შეჩერება, მათ შორის მესამე ქვეყნების მეშვეობით სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებში.

კემულარია წერს, რომ რუსულ მედიაში უკვე განიხილავენ ახალი შეზღუდვების შესაძლო გავლენას ე.წ. პარალელურ იმპორტზე. მისივე ინფორმაციით, ასეთ სავაჭრო მარშრუტებად სახელდება თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ცენტრალური აზია და კავკასია.

ყოფილი მინისტრის მტკიცებით, რუსი ანალიტიკოსები ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ნაწილს სწორედ რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქციის მიწოდებას უკავშირებენ.

კემულარია ვარაუდობს, რომ მოსკოვი ამ განცხადებებით ფაქტობრივად ამხელს იმ ქვეყნებს, რომლებიც შესაძლოა რუსეთისთვის შეზღუდული ტექნოლოგიების მიწოდებაში მონაწილეობდნენ.

მისი შეფასებით, აღნიშნული საკითხი საქართველოსაც ეხება. კემულარია ამტკიცებს, რომ რუსული წყაროების მიერ დასახელებული სავაჭრო მარშრუტები საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შესახებაც აჩენს კითხვებს.

(ამასთან, მის პოსტში წარმოდგენილი არ არის კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ საქართველოდან რუსეთის სარაკეტო წარმოებისთვის განკუთვნილი სანქცირებული კომპონენტების მიწოდება ხორციელდებოდა. რედ)

კემულარია ასევე წერს, რომ ევროპული სადაზვერვო და საგამოძიებო სტრუქტურები სანქციების გვერდის ავლის შესაძლო შემთხვევების შესწავლას გეგმავენ.

პოსტის ბოლოს ყოფილი მინისტრი აშშ-ში რუსული დიზელის საწვავის შესაძლო იმპორტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება. მისი მტკიცებით, გემი, რომლის ამერიკულ პორტში შესვლაც რუსული დიზელის მიწოდებას დაუკავშირეს, სინამდვილეში ამონიუმის სასუქს გადაჰქონდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა