4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს

ნახვები: 362 კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს მოკლედ განიხილავენ, ხოლო იანვარში ამ თემაზე სიღრმისეული დისკუსიის გამართვის ინიციატივით გამოვა.

ამის შესახებ კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს“, — აღნიშნა კალასმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში იმართება. შეხვედრაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ.

საბჭოს დღის წესრიგში საქართველოსთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, მოსკოვის ჰიბრიდული მოქმედებები, უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საკითხები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა.

კალასს არ დაუკონკრეტებია, რა კონკრეტულ საკითხებს დაეთმობა საქართველოს შესახებ იანვარში დაგეგმილი შესაძლო დისკუსია და განიხილება თუ არა რაიმე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

მისი განცხადებიდან გამომდინარე, იანვრის შეხვედრის გამართვა ამ ეტაპზე ინიციატივაა და არა უკვე მიღებული გადაწყვეტილება.

წყარო: ევროკომისიის აუდიოვიზუალური სამსახური.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა