4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

ნახვები: 317 ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში გაიმართება, სხვა საერთაშორისო საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია მითითებული.

შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული მოქმედებების გააქტიურება იქნება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობებს, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებასა და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების საკითხებს.

დისკუსიის დაწყებამდე მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან გაცვლიან მოსაზრებებს.

საბჭოს დღის წესრიგშია ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც. ირანში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნაოსნობის თავისუფლებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ მდგომარეობაზე.

რაც შეეხება საქართველოს, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საკითხი სხდომაზე განიხილება, თუმცა კონკრეტულად რა გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღონ მინისტრებმა, წინასწარ მითითებული არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა