4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი

ნახვები: 364 პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის მკვლელობის მიზნით თავდასხმის დაგეგმვაში ედება ბრალი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლონეთის სპეციალური სამსახურების კოორდინატორის პრესსპიკერის, იაცეკ დობჟინსკის განცხადებით, ეჭვმიტანილი პოლონეთის მოქალაქეა და ის ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქვემო სილეზიის რეგიონში დააკავეს.

დაკავების შემდეგ დონალდ ტუსკმა პოლიციას მადლობა გადაუხადა სწრაფი რეაგირებისა და „ოპერატიული და გადამჭრელი ქმედებებისთვის“.

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმების შესახებ სარწმუნო ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

უწყების პრესსპიკერის, კაროლინა გალეცკას განცხადებით, სავარაუდო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სამსახურმა მიიღო, რომელიც მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

მისივე განმარტებით, სამსახურში ელექტრონული ფოსტით შესული შეტყობინება პოლიციას გადაეგზავნა, რის შემდეგაც შესაძლო საფრთხის შესწავლა დაიწყო.

ინფორმაციის მიღების შემდეგ პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა სპეციალური შეხვედრაც გამართეს. უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმის საფრთხეს „უკიდურესად სერიოზულად“ აფასებენ.

ამ დროისთვის საჯაროდ არ გავრცელებულა დეტალური ინფორმაცია ეჭვმიტანილის შესაძლო მოტივის, თავდასხმის დაგეგმილი მეთოდის ან იმის შესახებ, მოქმედებდა თუ არა ის დამოუკიდებლად.

წყარო: BBC.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა