4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა

ნახვები: 497 Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან რუსული დიზელის საწვავის საკითხზე შეთანხმების მიღწევა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ შეასრულა მისი მოთხოვნა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ. ინფორმაციას გამოცემა Axios ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს განცხადებით, ტრამპმა ზელენსკის არაერთხელ მოსთხოვა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტა, თუმცა უკრაინულმა მხარემ სამხედრო ოპერაციები გააგრძელა.

Axios-ის ინფორმაციით, ზელენსკი ტრამპსა და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, სთავაზობდა ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა შეწყვეტდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს, თუ მოსკოვი უკრაინის ელექტროსადგურებზე დარტყმებისგან თავს შეიკავებდა.

თუმცა, ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპი უკრაინისგან ცალმხრივ ნაბიჯს მოითხოვდა. მისი პოზიცია უკავშირდებოდა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შესაძლო გავლენას აშშ-ში საწვავის ფასებზე.

წყაროს განმარტებით, ამერიკის პრეზიდენტი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის იერიშებსა და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე უკრაინის თავდასხმებს ეკვივალენტურ ქმედებებად არ განიხილავდა.

„ზელენსკი არასწორად აფასებს ვითარებას. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებით ის ასუსტებს იმ კეთილგანწყობას, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ტრამპთან დაამყარა“, – განუცხადა Axios-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

გამოცემის ცნობით, მაიამიში გამართული რვასაათიანი მოლაპარაკებების დროს ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინულ დელეგაციას აცნობეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან საუბარს გეგმავდა და რუსული დიზელის საწვავის იმპორტთან დაკავშირებული სანქციების გაუქმებას აპირებდა.

Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონის გადაწყვეტილება უკრაინაზე ზეწოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად განიხილება, რათა კიევმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეწყვიტოს.

Axios-ის ცნობით, შეთანხმებამ ვაშინგტონსა და კიევს შორის ახალი უთანხმოება გამოიწვია. გამოცემასთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო და მას უსამართლო ნაბიჯი და პუტინისთვის გაუმართლებელი დათმობა უწოდა.

ამასთან, Axios-ის უკრაინული წყაროს მტკიცებით, მაიამის მოლაპარაკებებზე ამერიკელმა წარმომადგენლებმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შესაძლო შეწყვეტაზეც ისაუბრეს. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასეთი მუქარის არსებობა უარყო.

გამოცემის ინფორმაციით, ტრამპსა და პუტინს შორის 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაზე კონკრეტული ვალდებულება არ აუღია.

Axios

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა