4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ნახვები: 372 პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის გაუარესება ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით, 12 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის საგანი რეგულარულად ხდება, რაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით არის განპირობებული.

„აშკარად შეშფოთებულები ვართ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში მოვლენებით. შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გაუარესებით, შეშფოთებულები ვართ დემოკრატიის მდგომარეობით“, – განაცხადა ელჩმა.

ჰერჩინსკიმ ყურადღება გაამახვილა მოქალაქეების დაკავებებსა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვაზე. მისი შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია ვითარება, როდესაც ადამიანები ტროტუარზე დგომისა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მოსაზრებების გამო თავისუფლების აღკვეთის საფრთხის წინაშე დგებიან.

„ძალიან კარგად იცით, რომ დღევანდელ საქართველოში ხალხი ციხეში მიდის ტროტუარზე დგომისთვის. ხალხი ციხეში მიდის „ფეისბუქზე“ პოსტებისთვის“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

დიპლომატი ასევე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას.

მისი განცხადებით, ფონდები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის განვითარებას უწყობდნენ ხელს, დღეს საქართველოდან იდევნებიან.

„ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ფონდები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას, საქართველოდან იდევნებიან. ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესად პრობლემურია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, სწორედ აღნიშნული გარემოებები განაპირობებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის კვლავ შეტანას.

„კიდევ ერთხელ, შემდეგ ორშაბათს მინისტრები განიხილავენ საქართველოში ვითარების გაუარესებას“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა