4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს

ნახვები: 432 თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ანალიტიკოსი თენგიზ აბლოთია ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ქცევით ნორმებს აკრიტიკებს და ქვეყნის ერთ-ერთ უმძიმეს პრობლემად ე.წ. ქუჩისა და სუფრის აკადემიებს ასახელებს.

მისი შეფასებით, საქართველოს არაერთი სერიოზული გამოწვევა აქვს, მათ შორის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა პოლიტიკური მმართველობისგან განსხვავებით, საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული მანკიერი ჩვევების შეცვლა გაცილებით რთულია.

„ქართველ ხალხს სჭირს ორი უმძიმესი, თანდაყოლილი, გენეტიკური შავი ჭირი, რომელსაც ვერაფერმა ვერ უშველა. ორივე ეს შავი ჭირი საბჭოური სისტემის მიერ იყო ჩანერგილი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნიადაგი მათთვის ნამდვილად მზად იყო. ეს ორი შავი ჭირია — ქუჩის აკადემია და სუფრის აკადემია. სანამ ეს ორი აკადემია ცოცხალია, სხვა ვერც ერთი აკადემია ვერ გაიხარებს“, — წერს აბლოთია სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებს ქართული სუფრის თანამედროვე კულტურას. მისი აზრით, ჭარბი ალკოჰოლის მოხმარებაზე, გადაჭარბებულ ქეიფსა და აგრესიულ ქცევაზე დაფუძნებული სუფრა არა ტრადიციული ქართული ღირებულება, არამედ საბჭოთა ეპოქაში ჩამოყალიბებული სოციალური მოვლენაა.

„გრუზინული ტრადიციული სუფრა არის ბოროტება. ჭამა-სმის გრუზინული ტრადიცია არის ბოროტება და დეგრადაცია. მან დაკარგა ყველანაირი ხიბლი, რომელიც შესაძლოა ოდესღაც ჰქონდა, და გადაიქცა სრულ საღორედ“, — აცხადებს ანალიტიკოსი.

აბლოთიას თქმით, ე.წ. სუფრისა და ქუჩის აკადემიების გავლენა მხოლოდ მორალური პრობლემებით არ შემოიფარგლება. ის ამ მოვლენებს უკავშირებს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, ძალადობას, გაუთავებელ დაპირისპირებებსა და საზოგადოების ინფანტილურობას.

„ეს ერი ვერ გაიზარდა. ქუჩაში დადიან 30 წლის ბავშვები, რომლებიც ჩხუბობენ რაღაც სისულელეების გამო. ეს დეგრადაციის კიდევ ერთი საფეხურია“, — აღნიშნავს იგი.

ანალიტიკოსს მაგალითად მოჰყავს საბჭოთა მსახიობის, ზინოვი გერდტის სიტყვები ქართველების შესახებ — „Это прекрасная, детская нация“ („ეს მშვენიერი, ბავშვური ერია“). აბლოთიას ინტერპრეტაციით, მიუხედავად გამონათქვამის კეთილგანწყობილი შინაარსისა, მასში საზოგადოების ინფანტილურობის პრობლემაც იკითხება.

აბლოთია საქართველოს თურქეთსაც ადარებს, სადაც, მისი თქმით, ბოლო პერიოდში წლის რამდენიმე თვეს ატარებს. ანალიტიკოსის დაკვირვებით, თურქეთში რესტორნებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების კულტურა უფრო მოწესრიგებულია, ალკოჰოლს ზომიერად მოიხმარენ და აგრესიული დაპირისპირებებიც ნაკლებად შეინიშნება.

მისი შეფასებით, საზოგადოებრივი ქცევის კულტურა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ხოლო საქართველოში დამკვიდრებული ქუჩური და სუფრის წესები პროგრესს აფერხებს.

„გამოფხიზლდით ბოლოს და ბოლოს. ან მოიშორებთ ამ ორ აკადემიას, ან 50 წელიწადში ამ ტერიტორიაზე სხვა ერები იქნებიან“, — წერს თენგიზ აბლოთია.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა