4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ

ნახვები: 354 ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ

 

12 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შედის. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მიმდინარე საკითხების ფარგლებში საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს“, — ნათქვამია სხდომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს.

სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული მოქმედებები იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის მხრიდან მსგავსი მოქმედებების გააქტიურებაზე ევროკავშირის საპასუხო ნაბიჯების, უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისა და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების საკითხებზე.

დისკუსიის დაწყებამდე მინისტრები მოსაზრებებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან გაცვლიან.

დღის წესრიგშია ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებაც. ირანში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნაოსნობის თავისუფლებას. მინისტრები ასევე განიხილავენ ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ მდგომარეობას.

წყარო: ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური ვებგვერდი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა