ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო, მაგრამ დღეს არ არის საგარეო საქმეთა მინისტრი-ინჯია

ნახვები: 603 პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო, მაგრამ დღეს არ არის საგარეო საქმეთა მინისტრი-ინჯია

პრეზიდენტის მიერ გამოითქვა უკმაყოფილება, რომ ის იყო ევროპაში, შეხვდა სხვადასხვა თანამდებობის პირს, პრეზიდენტებს და უნდოდა, პარლამენტს მოესმინა მისი მოგზაურობების შედეგები. უნდა შევახსენო, რომ იყო, მაგრამ დღეს არ არის საგარეო საქმეთა მინისტრი. ქვეყნის საგარეო პოლიტიკას კი განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

ინჯიას შეფასებით, ასეთ დროს პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს მთავრობას, პარლამენტს, იმას, ვინც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას.

„საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე შეზღუდულია თავის ქმედებებში და თავის ჩარჩოში, რა ევალება, რისი უფლება აქვს. მის მიერ გამოითქვა უკმაყოფილება, რომ ის გახლდათ ევროპაში, შეხვდა სხვადასხვა თანამდებობის პირს, პრეზიდენტებს და უნდოდა, პარლამენტს მოესმინა მისი მოგზაურობების შედეგები, რა გაკეთდა და რა არის საჭირო. ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა. მას, როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ამასთან შეხება არ აქვს. თუ ის ამ საკითხებით მიდის და აქვს გარკვეული გამოცდილება, ქვეყნის მიმართ ერთგულება ბევრჯერ დაუმტკიცებია, მაშინ პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს მთავრობას, პარლამენტს, იმას, ვინც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას. მიდის პრეზიდენტი, ისმევა საკითხები, სხვა ქვეყნის ხელისუფლება რაღაც კითხვებს სვამს, სთხოვს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას, ამ დროს ეს მას არ შეუძლია. მგონი, ეს ზიანს აყენებს ქვეყანას და თუ იქნება შეთანხმებული შესაბამის ინსტიტუტებთან, რომლებსაც ეხება საგარეო პოლიტიკა, მაშინ უფრო ქმედითუნარიანი იქნება მისი ევროპაში და ამერიკაში მოგაზურობები, მაშინ იქნება სრული თანხვედრა. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა სწორი პრეზიდენტის მხრიდან, რადგან ჯერჯერობით პრეზიდენტს ასეთი უფლებამოსილება აქვს კონსტიტუციით", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ამასთან, ინჯიას განმარტებით, ისურვებდა, პრეზიდენტს ჰქონოდა მეტი უფლებამოსილება.

„რაც შეეხება შემდეგ საკითხს, ეს ეხება მიღებულ აქტებს, ეს იყო ამნისტიები თუ რაღაცა, რაც პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მაგალითად, მე ვისურვებდი, პრეზიდენტს ჰქონოდა ცოტა მეტი უფლებამოსილება, მაგრამ ამისთვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილება. მინდა, პრეზიდენტის ყურადღება მივაქციო ასეთ საკითხში - ბოლო პრეზიდენტებს მათი მოღვაწეობის პირველ პერიოდში სხვა ხედვა ჰქონდათ, მეორე ნახევარი - მათი შეხედულება იცვლებოდა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს პრეზიდენტს შესწევს ძალა, ზეწოლას გაუძლოს. ზეწოლა, შეიძლება, სხვადასხვანაირი იყოს და სხვადასხვა ასპექტში. არ მინდა, დავაკონკრეტო, რა ზეწოლებია და როგორ არის", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

გარდა ამისა, ის შეეხო გაფართოებული უშიშროების საბჭოს საკითხსაც და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოში ისეთი პარტიების მონაწილეობა, რომლებიც თავიანთ ინტერესს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ, მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ფრიდონ ინჯიამ ისაუბრა ლტოლვილებთან დაკავშირებითაც, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან. „კიდევ ერთი საკითხი, რაც მაღელვებს, ჩვენ ვეხმარებით ყველას, ვინც ჩამოდის, განსაკუთრებით უკრაინიდან ლტოლვილი ხალხი. მეც ვიღებ მონაწილეობას ამაში და მეც ვაკეთებ. ამასთანავე, გარკვეულწილად ქართველები, რომლებიც ლტოლვილები იყვნენ, ბრუნდებიან უკან. ამ დროს აწყდებიან მათი დაბრუნების იურიდიულ, სამართლებრივ ფორმებს. ბევრს უნდა, დაიბრუნოს მოქალაქეობა და ვერ იბრუნებს. ამ ნაწილში გვქონდა კონტაქტები პრეზიდენტის აპარატთან. მადლობელი ვარ იმაში, რომ გარკვეული ხედვები ჩვენს ხედვებს დაემთხვა", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა