4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ეროვნული ბანკის საბჭო ნანა ყეინიშვილის სხდომებიდან დროებით აცილების საკითხს განიხილავს

ნახვები: 225 ეროვნული ბანკის საბჭო ნანა ყეინიშვილის სხდომებიდან დროებით აცილების საკითხს განიხილავს
 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე ნანა ყეინიშვილის საბჭოს სხდომებიდან დროებით აცილების საკითხს განიხილავს. გადაწყვეტილება უკავშირდება გენერალური პროკურატურის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.

ეროვნული ბანკის განცხადებით, უწყებამ შეისწავლა შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების მიერ წარდგენილ წერილებში მითითებული გარემოებები და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პირველადი შიდა მოკვლევა ჩაატარა. თუმცა, ვინაიდან საკითხების სამართლებრივი შეფასება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას სცდება, შესაბამისი მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეცა.

„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხის განხილვა ეროვნული ბანკის მაღალი რეპუტაციული სტანდარტების დაცვას ემსახურება.

„გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი ასევე ავრცელებს ინფორმაციას თავად შპს „ბიტექსჩეინჯის“ შესახებ. უწყების ცნობით, ვირტუალური აქტივების მომსახურების აღნიშნული პროვაიდერი გეგმიური შემოწმების შედეგად დაჯარიმდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესების დარღვევისთვის.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით დაიწყო, რომელიც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

გამოძიების საფუძველი გახდა „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებები და მათზე დართული აუდიოჩანაწერები. განმცხადებლების მტკიცებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შესაძლოა მონაწილეობდეს იმ კომპანიების საქმიანობაში, რომლებიც ეროვნული ბანკის რეგულირებას ექვემდებარებიან და რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან დაკავშირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული.

პროკურატურა აღნიშნულ გარემოებებს სწავლობს. ამ ეტაპზე ნანა ყეინიშვილის მხრიდან შესაძლო კანონდარღვევის ფაქტი დადგენილი არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა