4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ნახვები: 312 ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
 
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებები, რომლებიც უწყებას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაუგზავნა.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების მიერ წარდგენილი განცხადებებისა და თანდართული აუდიოჩანაწერების მიხედვით, ნანა ყეინიშვილი შესაძლოა ჩართული იყოს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული კომპანიების საქმიანობაში.

განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ ყეინიშვილი უშუალოდ აკონტროლებს საწარმოთა ქსელს, რომელთა წილები მისი ოჯახის წევრისა და მასთან დაკავშირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. მათივე მტკიცებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ერთ-ერთი რეგულირებადი კომპანიის წილის შეძენასაც ცდილობდა, რაც მისი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ემსახურებოდა.

პროკურატურა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა საჯარო თანამდებობის პირებისთვის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

კერძოდ, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრსა და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენელი კომპანიის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორები.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებების შესწავლა და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

ამ ეტაპზე გამოძიება წარდგენილ განცხადებებსა და მათში მითითებულ გარემოებებს სწავლობს. ნანა ყეინიშვილის მხრიდან კანონდარღვევა დადგენილი არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა