4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ზახაროვა: მოსკოვს ესმის საქართველოს მცდელობა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის „დესტრუქციულ გავლენებს“

ნახვები: 328 ზახაროვა: მოსკოვს ესმის საქართველოს მცდელობა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის „დესტრუქციულ გავლენებს“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ მოსკოვი გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, წინააღმდეგობა გაუწიოს გარე ძალების გავლენას და ქვეყანა არ ჩაერთოს იმ პროცესებში, რომლებსაც რუსული მხარე „რუსოფობიურ ავანტიურებს“ უწოდებს.

ზახაროვას მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვაზეა ორიენტირებული, პრობლემას უქმნის იმ „არარეგიონალურ მოთამაშეებს“, რომლებიც, მისი შეფასებით, ქვეყნის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

„არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ შექმნილი ვითარება უბრალოდ ყელში გაჩხირული ძვალივითაა არარეგიონალური მოთამაშეებისთვის, რომლებიც საქართველოს რუსოფობიური ხასიათის სახიფათო ავანტიურებში ჩათრევას ცდილობენ“, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, თბილისმა არაერთხელ გამოხატა პოზიცია, რომ არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„თბილისმა არაერთხელ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ქართველი ხალხის გეგმებში არ შედის და ისინი არ აპირებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საკუთარი თავის საზიანოდ მოქმედებას“, – აღნიშნა მან.

ზახაროვამ ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მისაღებია თბილისის მცდელობა, გარე პარტნიორებთან ურთიერთობები თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე ააგოს.

„გაგებით ვეკიდებით რესპუბლიკის მცდელობებს, შექმნას გარკვეული ბარიერი გარედან მომავალი დესტრუქციული გავლენების წინააღმდეგ და, ამავდროულად, გარე პარტნიორებთან თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე იმოქმედოს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისივე შეფასებით, სწორედ ასეთი მიდგომა შეესაბამება სახელმწიფო სუვერენიტეტის არსს.

„ეს, ჩემი აზრით, შეესაბამება სუვერენიტეტის განმარტებას – როდესაც არ უშვებ გამანადგურებელ გავლენებს, რომელთა მიზანიც დახმარება კი არა, საკუთარი ნების კარნახია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ნება დესტრუქციული პროცესებისკენ არის მიმართული“, – აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ სახელმწიფოებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს გულისხმობდა „არარეგიონალურ მოთამაშეებში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა