4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა

ნახვები: 347 ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
 

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის მედლით დააჯილდოვა. მუსაევი იმ ექვს ადამიანს შორისაა, რომლებმაც დუბაიდან ისრაელის მიმართულებით ფრენისას თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს და დაშავებულ პილოტს დახმარება აღმოუჩინეს.

ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფმა მგზავრებმა თავდამსხმელის განეიტრალება შეძლეს, რითაც ეკიპაჟისა და მგზავრების უსაფრთხოების დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

სამოქალაქო გმირობისთვის შოთა მუსაევთან ერთად დაჯილდოვდნენ იანივ ჰაიონი, ცვიკა მანასი, ტალი მანასი, ასაფ რაჟვანი და ორ პერდილოვი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაჭრილ პილოტს სამედიცინო დახმარება სწორედ შოთა მუსაევმა აღმოუჩინა.

დაჯილდოებისას მუსაევმა აღნიშნა, რომ მომხდარის დროს თითოეული ადამიანის მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

„ბევრი სასწაული მოხდა მაგ დღეს. ადამიანთა ჯაჭვს წარმოვადგენთ, რომლებმაც დახმარება გაწიეს; ერთი რგოლიც რომ დაკლებულიყო, ჯაჭვი გაწყდებოდა. ყველა გმირულად მოქმედებდა“, – განაცხადა შოთა მუსაევმა.

ინფორმაციას ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ისრაელურ მედიაზე დაყრდნობით გამოცემა Ynet ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა