4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ

ნახვები: 359 ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან საპროცესო შეთანხმებასა და შეწყალების თხოვნას არ განიხილავს.

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შვიდწლიანი სასჯელიდან ერთი წელი უკვე მოიხადა, თუმცა საკუთარი პოლიტიკური პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

„ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ისედაც იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ: ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! არც ერთი ნაბიჯი უკან და ბრძოლა ბოლომდე!

უსამართლოდ მოსჯილი 7 წლიდან ერთი უკვე გავიდა და დარჩენილ ექვს წელშიც, როგორც შემიძლია და შემეძლება ოთხ კედელში გამოკეტილ ადამიანს, ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის!

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! ძალა ერთობაშია! მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა ჩემი, ჩემი ოჯახის და შვილების გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის“, – წერს ირაკლი ნადირაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა