4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ

ნახვები: 309 ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ

 

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზოგადოებას, ადვოკატებსა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დაწესებულებაში მუდმივი მონიტორინგი და მორიგეობა უნდა უზრუნველყოს.

„ლევან იოსელიანი, როგორი ფორმალური სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მას, დღეს ერთადერთი ინსტიტუტი და ადამიანია, რომელსაც ციხეში მუდმივად შესვლა შეუძლია. დააძალეთ, რომ ადგეს, კეთილი ინებოს და რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა დააწესოს! ეს ბიჭები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დატოვოს, რადგან ყოველი წუთი, როდესაც ისინი მარტო არიან, პროვოკაციებისა და ძალადობის საფრთხის ქვეშ არიან!“ – აცხადებს ხოშტარია.

მისი თქმით, არსებული ვითარების საპასუხოდ ოთხი მიმართულებით მოქმედებაა საჭირო. პირველ რიგში, ხოშტარია საზოგადოებას აქტიურობისა და პატიმრებისადმი საჯარო სოლიდარობისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, N6 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები უსაფრთხოების რეალური საფრთხის წინაშე არიან.

„რაც მათ დაიცავთ, ეს არის თქვენი ხმაური, თქვენი აქტიურობა, თქვენი მოქმედება. ნებისმიერი პოსტი, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი უკმაყოფილო სიტყვა, ნებისმიერი მხარდაჭერა ამ ბიჭებს ეხმარება. დარწმუნებული ვარ, როდესაც გამოცხადებული იქნება აქცია, თუ ქუჩა გაივსება, ეს ბიჭები დაცულები იქნებიან“, – ამბობს ხოშტარია.

მეორე მიმართულებად ის თავად პენიტენციური სისტემის თანამშრომლების რეაგირებას ასახელებს და მათ მოუწოდებს, სისტემის შიგნით მაინც გამოხატონ პოზიცია.

„პირადად ვიცნობ ბევრ კეთილსინდისიერ, ძალიან პროფესიონალ, გულიან, ადამიანურ ოფიცერს. მოგმართავთ თქვენ, ვიცი, რომ ეს თქვენთვის მიუღებელია. ვიცი, რომ ეს სრულიად დაუმსახურებლად გცხებთ ჩირქს. ამიტომ გთხოვთ, თქვენც ამოიღეთ ხმა. ნუ იქნება ეს საჯაროდ, თუ ამის გეშინიათ, ერთმანეთში შეთანხმდით, ამოიღეთ სისტემის შიგნით ხმა და სისტემიდან ამ ჯალათების გაგდება მოითხოვეთ!“ – აცხადებს ხოშტარია.

მესამე საკითხად „დროას“ ლიდერი სახალხო დამცველის ჩართულობას ასახელებს. მისი განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები N6 დაწესებულებაში მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ და პატიმრებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდეთ.

„ადგეს ეს იოსელიანი, რა უნდა ოფისში, როდესაც ადამიანები ასეთი საფრთხის ქვეშ არიან. ყველა მათი თანამშრომელი გაბრძანდეს, წაბრძანდეს, შებრძანდეს და მათი მხარდაჭერა აბსოლუტურად ყველა პატიმარმა დაინახოს“, – ამბობს ხოშტარია.

მეოთხე მიმართულებად ის ადვოკატების აქტიურობას ასახელებს და მათ ციხეში მორიგეობის ორგანიზებისკენ მოუწოდებს.

„დიდი მადლობა ადვოკატებს, რომლებიც ძალიან აქტიურობენ. მინდა დანარჩენ ადვოკატებსაც ვთხოვო, რომ მეტია საჭირო. დავაწესოთ მორიგეობა ციხეში, დღის განმავლობაში, ექვს საათამდე მაინც თქვენ შეძლებთ, რომ იქ იყოთ, ესაუბროთ ამ პატიმრებს და ბადრაგებმაც დაინახონ, რომ ისინი მარტო არ არიან“, – აცხადებს ხოშტარია.

მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გიორგი დავითაძის მიერ საჯაროდ საუბარს და სხვა პატიმრების მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილებას.

„მადლობა გიორგი დავითაძეს, ძალიან დიდი მადლობა ასე სხვა პატიმრებზე და საზოგადოებაზე ზრუნვისთვის“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ დაწესებულების თანამშრომლებმა მასზე სექსუალურად იძალადეს და ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. პენიტენციური სამსახური დავითაძის მიმართ ძალადობის ფაქტს უარყოფს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა