4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა

ნახვები: 358 ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველო აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიას შუამავლის გარეშე შეისყიდის და ამ გზით სახელმწიფო ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დაზოგავს.

ფარულავას განცხადებით, კობახიძის განცხადება მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ელექტროენერგიის იმპორტისას კერძო შუამავლის არსებობასა და შესაძლო კორუფციულ ინტერესებთან დაკავშირებით დასმული კითხვების გამო უჩა მამაცაშვილმა მას და ვასო ურუშაძეს სასამართლოში უჩივლა.

„საქმე ეხებოდა მარტივ საკითხს, რატომ სჭირდებოდა სახელმწიფოს ელექტროენერგიის შესყიდვისას კერძო შუამავალი და ვის ინტერესს ემსახურებოდა ეს სქემა?

ამ ისტორიაში ფიგურირებდა „Elgreen Holdings Incorporated“, რომელიც ზურაბ ნოღაიდელთან და სულხან პაპაშვილთან იყო დაკავშირებული, ასევე შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“, რომელიც ელექტროენერგიის იმპორტიორად და საბითუმო მიმწოდებლად ოპერირებდა.

იყო „Lux Energy Trading“-იც, რომლის დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე მანამდე, 2017-2020 წლებში, სახელმწიფო ESCO-ს გენერალური დირექტორი იყო“, – წერს ფარულავა.

მისივე განცხადებით, ამ პერიოდში უჩა მამაცაშვილი „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორის მოადგილე იყო და, როგორც ფარულავა აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში გაკეთებული განცხადების თანახმად, მისი დავალებით აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ საკითხებში იყო ჩართული.

ფარულავას თქმით, სასამართლოში ზურაბ ნოღაიდელი ამტკიცებდა, რომ შუამავალი სარგებელს არ იღებდა, ელექტროენერგია სახელმწიფოსთვის ხელსაყრელ ფასად შემოდიოდა და მოსახლეობა გარიგებით არ ზარალდებოდა. მისივე განცხადებით, მსგავსი პოზიცია ჰქონდათ დავით ნარმანიასა და ენერგეტიკის სფეროს სხვა ხელმძღვანელ პირებსაც.

„დღეს კი თავად „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ შუამავლის ჩახსნით სახელმწიფო ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დაზოგავს.

აქ უკვე ძალიან კონკრეტული წინააღმდეგობა ჩნდება: თუ შუამავალი სახელმწიფოს არაფერს უძვირებდა, როგორც სასამართლოში ამტკიცებდნენ, მაშინ რატომ ვზოგავთ დღეს მისი ჩახსნით მილიონებს?

თუ დღევანდელი განცხადება სწორია, მაშინ უნდა გაირკვეს, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს სასამართლოში მიცემული ჩვენებები. თუ სასამართლოს შეგნებულად მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია, ეს უკვე გამოძიების საკითხია“, – აცხადებს ფარულავა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი რევაზ ნადარაიამ მოაწერა, რომელიც დღეს, ფარულავას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა.

„მე მაშინაც ვამბობდი, რომ ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლის არსებობამ მომხმარებლისთვის დენის ტარიფი გაზარდა და ამის უკან კორუფციული ინტერესები იდგა. დღეს კობახიძემ ფაქტობრივად იგივე თქვა! ანუ, გამოდის, რომ მართალი ვყოფილვარ.

ამასთან, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო უსამართლობის ინსტრუმენტად და ივანიშვილის მომსახურე კანტორად არის ქცეული“, – წერს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი.

ფარულავა გამოძიების დაწყებას მოითხოვს და კითხვებს სვამს, რატომ იყო ელექტროენერგიის იმპორტისას კერძო შუამავალი საჭირო და ვინ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს.

„თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, მაშინ უნდა გაირკვეს: რატომ გვჭირდებოდა ეს შუამავალი წლების განმავლობაში? ვის რჩებოდა ეს ფული და ვინ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს?

დიახ, დაიწყეთ გამოძიება გენერალურ პროკურატურაში ამ კორუფციულ სქემაზე და დაკითხვაზე დაიბარეთ ბიძინა ივანიშვილი და მისი საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი“, – წერს ლაშა ფარულავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა