4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო

ნახვები: 290 ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო

ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო. შესაბამის განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ევროკომისიამ მიიღო დოკუმენტების პაკეტი, რომელიც გაფართოებისწინა პოლიტიკას გადახედავს, განსაზღვრავს პოლიტიკურ ორიენტირებს და იმ ქმედებებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლად.

კერძოდ, საუბარია ოთხ კანდიდატ ქვეყანაზე - ალბანეთზე, მოლდოვაზე, მონტენეგროსა და უკრაინაზე, რომელთათვისაც 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისია საორიენტაციო საგზაო რუკებს წარადგენს.

„ევროპის მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც დღეს ვიღებთ. ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური იმპერატივია. დღეს საფუძველს ვამზადებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უფრო დიდი ევროკავშირი უფრო ძლიერიც იქნება: უფრო მყარი, უფრო ეფექტური, და მყარად დაფუძნებული იმ ღირებულებებსა და წესებზე, რომლებიც ჩვენ განგვსაზღვრავენ. მაშინ როდესაც გაფართოების ქვეყნები წინ მიიწევენ რეფორმების საკუთარ გზაზე, ევროკავშირი მზად უნდა იყოს მათ მისაღებად. ეს ნიშნავს ჩვენი ინსტიტუტების მომზადებას, ჩვენი პოლიტიკის ახალი რეალობისთვის მომზადებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენი ბიუჯეტი ასახავს ჩვენს საერთო ამბიციებს”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამავდროულად, ევროკომისია აღნიშნავს, რომ პროცესში მონაწილეობა კვლავაც იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული, პირობითი და შექცევადი და დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ მზადყოფნასა და სტრატეგიულ თანხვედრაზე.

ამას გარდა, ევროკომისია ასევე წინადადებით გამოდის, რომ სანქციებისა და ასპირანტ ქვეყნებთან სამომლაპარაკებლო კლასტერების გახსნის საკითხებში ევროკავშირი ერთსულოვნების პრინციპიდან კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპზე გადავიდეს.

„ევროკომისია გააგრძელებს „გარდამავალი დებულებების” გამოყენების მხარდაჭერას, რათა საკვანძო სფეროებში - როგორიცაა სანქციები, საგადასახადო თაღლითობა და ფისკალური ზომები ენერგეტიკულ პოლიტიკაში - [ევროკავშირი] გადავიდეს ერთსულოვნების პრინციპიდან კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებაზე… გაფართოების მიმართულებით, ევროკომისია გამოდის წინადადებით, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დინამიკურობის გაზრდის მიზნით, მოლაპარაკებათა კლასტერების გახსნისა და სხვა შუალედური გადაწყვეტილებების მიღებისას გამოიყენებოდეს კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი,” - ნათქვამია განცხადებაში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა