4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

ნახვები: 455 კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

 

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ანალიტიკოსი კოტე კემულარია მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ პატიმრის „შემოწმების“ ამსახველი ვიდეოს გასაჯაროებამ საზოგადოებაში შოკი გამოიწვია და შესაძლოა, „ქართული ოცნებისთვის“ მძიმე პოლიტიკური შედეგების მქონე სკანდალად იქცეს.

კემულარია ყურადღებას დეესკალაციის ოთახის გამოყენების წესზე ამახვილებს. მისი განცხადებით, პატიმრის ასეთ ოთახში მოთავსება ფსიქიატრის ან სხვა უფლებამოსილი პირის პატაკისა და დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე უნდა ხდებოდეს, როდესაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა თავად პატიმრის ან სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

„კატეგორიულად დაუშვებელია ამ ოთახის პატიმარზე ძალადობის ან მისი დისციპლინარული დასჯის მიზნით გამოყენება“, – წერს კემულარია და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხს პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელის 2016 წლის ბრძანების 27-ე მუხლი არეგულირებს.

მისივე თქმით, დეესკალაციის ოთახში მოთავსებული პატიმრის მდგომარეობას შესაბამისი სამედიცინო პერსონალი რეგულარულად უნდა აკვირდებოდეს და სპეციალურ ჟურნალში ასახავდეს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა მისი მდგომარეობა. კემულარია ასევე წერს, რომ ასეთ ოთახში პატიმრის ყოფნის მაქსიმალური ვადა 72 საათია.

„დეესკალაციის ოთახში არნახული „ესკალაციის“, პატიმარ დავითაძეზე ბადრაგების ჯგუფური, აშკარად არაადეკვატური ფიზიკური ძალადობის მხილველმა საზოგადოებამ დღემდე არაფერი იცის ფსიქიატრის ან სხვა სათანადო კომპეტენციის მქონე ადამიანის ამ საშინელ პროცესში ჩართულობის შესახებ“, – აცხადებს კემულარია.

ის ასევე მიუთითებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე და აცხადებს, რომ 2023 წელს საქართველოს ციხეებში ვითარების შეფასებისას ყურადღება გამახვილებული იყო შესაბამისი სამედიცინო პერსონალის, მათ შორის ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების ნაკლებობაზე.

კემულარიას შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულმა კადრებმა შესაძლოა მმართველი ძალისთვის უფრო მძიმე შედეგიც კი გამოიწვიოს, ვიდრე 2012 წლის არჩევნების წინ გავრცელებულმა ციხის კადრებმა მაშინდელი ხელისუფლებისთვის.

„მთელი საზოგადოებისთვის ძალიან სენსიტიურმა, მსჯავრდებულ პატიმარზე ბადრაგების ათკაციანი ჯგუფის არაადეკვატური ძალადობის იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაჯაროებულმა ფაქტმა, შესაძლოა, გაცილებით დამანგრეველი ძალის აღმოჩნდეს მმართველი ძალისთვის, ვიდრე 2012 წლის არჩევნების წინ იმპროვიზებული „ციხის სკანდალი“ იყო წინა ხელისუფლებისთვის“, – წერს კემულარია.

მისი თქმით, პროტესტმა უკვე ქუჩაში გადაინაცვლა და მიმდინარეობს აქციები ბადრაგებისა და სხვა პასუხისმგებელი პირების თანამდებობიდან გადაყენებისა და პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით.

„არსებული ინფორმაციით, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ამ ამბით არის ძალიან შეშფოთებული და განრისხებული“, – წერს კოტე კემულარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა