4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ნახვები: 388 გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

 

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი ჯაშუშობის ეჭვის საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ჰანინგი გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. გერმანიის პროკურატურის განცხადებით, მას ბრალად ედება ჯაშუშობა, სახელმწიფო ღალატი და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა.

პროკურატურის ცნობით, ჰანინგი თანამდებობის დატოვებიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ BND-ის ყოფილი თანამშრომლისგან, თანხის სანაცვლოდ, საიდუმლო ინფორმაციას იღებდა, რომლის გამოყენებასაც თავისი საკონსულტაციო საქმიანობის ფარგლებში გეგმავდა.

საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული, მანფრედ დ. ფიგურირებს, რომელსაც სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ხელშეწყობას ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, წლების განმავლობაში მანფრედ დ.-მ ჰანინგს დაახლოებით 2 000 დოკუმენტი გადასცა. პროკურატურის განცხადებით, ერთ-ერთ შემთხვევაში ჰანინგმა მიღებული დოკუმენტები უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლისთვის ანალიტიკური მასალის მოსამზადებლად გამოიყენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა