4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს

ნახვები: 386 გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს

 

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მამა, ავთანდილ დავითაძე, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მის მიერ ნანახ კადრებში არ ჩანს, რომ გიორგი დავითაძე „თითით გააუპატიურეს“.

ავთანდილ დავითაძის განცხადებით, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის მოვალეობას ვერ ასრულებს და, მისი შეფასებით, ის არა მოქალაქეების, არამედ ხელისუფლების ინტერესებს იცავს.

„ასე რომ, ჩვენ, საქართველოში სახალხო დამცველი უკვე აღარ გვყავს! ეს არის ამ ხელისუფლების დამცველი და მგონი ისეა დაშინებული, როგორც გიორგის მოექცნენ, ისე რომ არ მოექცნენ, ამიტომაც ვეღარაფერს ამბობს. ეს კაცია ლევან იოსელიანი, რომელიც არა ხალხის უფლებებს და წამებული ადამიანის უფლებებს იცავს, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს“, – განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.

ამ წუთებში სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლილი, ასევე სიმბოლურად სამედიცინო ხელთათმანები უკეთიათ.

ცნობისთვის, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრაგის თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი მტკიცებით, შემთხვევა დეესკალაციის ოთახში მოხდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

სპეციალური პენიტენციური სამსახური დავითაძის ბრალდებას უარყოფს და მას დეზინფორმაციას უწოდებს. უწყების განცხადებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა