4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

ნახვები: 385 შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე, ამავე საქმეზე მსჯავრდებულების, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ „მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.

მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული“.

„ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი! სიმართლე უნდა ითქვას!

პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი.

ვფიქრობ, ეს „გადაწყვეტილება“ ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“, – წერს შუქრი ბურჭულაძე.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა