4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ

ნახვები: 371 მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ

 

პროკურატურასა და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს შორის საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საუბარია ორივე მსჯავრდებულისთვის რეალური სასჯელის ერთი წლითა და ერთი თვით განსაზღვრაზე.

თუ საპროცესო შეთანხმება აღნიშნული პირობით გაფორმდება და დამტკიცდება, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. მას ბრალად ედებოდა ასევე სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ასევე სსკ-ის 317-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. მას ასევე ბრალად ედებოდა სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა