Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რუსეთში მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმისას მოკლული პატიმარი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული

ნახვები: 375 რუსეთში მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმისას მოკლული პატიმარი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული

 

რუსეთში, ვლადიკავკაზიდან ადლერის მიმართულებით მოძრავ მატარებელში პატიმარი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად ერთი თანამშრომელი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმის დროს პატიმარმა ერთ-ერთი თანამშრომლის ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიგდო ხელში და რამდენჯერმე გაისროლა.

რუსი სამართალდამცავების განცხადებით, ამის შემდეგ პატიმარმა გაქცევა სცადა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა მოკლეს.

რუსული სახელმწიფო მედია, სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით, წერს, რომ თავდამსხმელი დმიტრი პუშკარევი იყო, რომელიც მანამდე საქართველოდან რუსეთში იყო ექსტრადირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, პუშკარევის ექსტრადირება ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით განხორციელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა