Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ელენე ხოშტარია გიორგი დავითაძის საქმეზე: სისტემა კლავს, დამნაშავეები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით

ნახვები: 277 ელენე ხოშტარია გიორგი დავითაძის საქმეზე: სისტემა კლავს, დამნაშავეები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით

 

პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, დავითაძის მონათხრობის სჯერა.

რუსთავის ქალთა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხოშტარია წერს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც სავარაუდო ძალადობის უშუალო შემსრულებლებსა და დამკვეთებს, ისე მთლიანად სისტემას. მისი თქმით, საზოგადოებამ მომხდარს გულგრილობით არ უნდა უპასუხოს.

„სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს! ჩემი დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, იზოლატორშიც და ციხეშიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი. გარდა ამისა, ამაზე მოწმობს, რომ: 1. სპეციალურად ეფარებიან კამერას. 2. წინასწარ მოემზადნენ ხელთათმანით და ექიმით. 3. ფორმალურად იქნევენ დეტექტორს. 5. პირველად არ აკეთებენ!

დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, „გამპრავებლებიც“ და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით.

პასუხისმგებლობა როგორც მათ, ისე საკუთარ თავსაც უნდა დავაკისროთ. არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვიმოქმედოთ. დღეს ჩვენი ძალა ერთად ბრძოლაშია, ხოლო ჩვენი მთავარი სისუსტე გულგრილობაში.

ჩემი ოჯახი და ჩემი გუნდი პატიმარ დავითაძისა და მისი ოჯახის გვერდით იქნება ბოლომდე!“ – წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრაგის თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი მტკიცებით, შემთხვევა დეესკალაციის ოთახში მოხდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

სპეციალური პენიტენციური სამსახური დავითაძის ბრალდებას უარყოფს და მას დეზინფორმაციას უწოდებს. უწყების განცხადებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა