Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა

ნახვები: 435 გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა

 

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი კონრად ადენაუერის ფონდისა (KAS) და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (FNF) საქართველოში საქმიანობის შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად ქვეყანას ორი გერმანული ფონდი ტოვებს.

მისი შეფასებით, აღნიშნული ორგანიზაციები ათწლეულების განმავლობაში საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ახალგაზრდების განათლებასა და დასავლეთთან კავშირების გაღრმავებას უწყობდნენ ხელს.

„ქართულმა ოცნებამ საქართველოდან გააგდო ორი გერმანული ფონდი – კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (FNF).

ათწლეულების განმავლობაში გერმანული ფონდები საქართველოში იმას აკეთებდნენ, რაც ყველა ქართველის, პატრიოტის ინტერესებში იყო – აძლიერებდნენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეხმარებოდნენ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში, აღრმავებდნენ ჩვენი სამშობლოს კავშირებს დასავლეთთან და გვეხმარებოდნენ უკეთესი საქართველოს აშენებაში.

გაგდების გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ფონდების პროგრამებთან თუ მათ შინაარსთან – „ოცნებამ“ იგრძნო, რომ ეს ფონდები მისი ავტორიტარული, თვითნებური მმართველობისთვის საფრთხე იყო.

გერმანული ფონდები გააგდეს იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ბელარუსთან მეგობრობას და თანამშრომლობას აღრმავებს. მინსკთან ურთიერთობა თბება, ბერლინთან, ვაშინგტონთან და ბრიუსელთან კი ხიდებს ანგრევენ.

ბელარუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი – ამ ქვეყნებმა გააგდეს გერმანული ფონდები. ამ „კლუბს“ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დაუმატა. ლუკაშენკოს ბელარუსში დამოუკიდებელი ფონდები და სამოქალაქო საზოგადოება საფრთხედ მიიჩნევა – დღეს ასეთივე ავტორიტარიზმს საქართველოში „ქართული ოცნება“ ამკვიდრებს.

მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს მტერს თუ შეუძლია, გააძევოს ქვეყნიდან ისინი, ვინც უკეთესი საქართველოს აშენებაში გვეხმარება.

ცალკე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ნაუმანის ფონდს. FNF ყოველთვის გვერდით გვედგა და უდიდესი დახმარება გაუწია ასობით ქართველ სტუდენტს.

ბევრი ახალგაზრდა სწორედ ამ თანამშრომლობის წყალობით გახდა უფრო ძლიერი, ინფორმირებული, თავდაჯერებული და... თავისუფალი.

მადლობა ყველაფრისთვის.

თავისუფალი საქართველო ამას არასოდეს დაივიწყებს“, – წერს გიორგი მელაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა