Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა

ნახვები: 371 ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა

 

სამოქალაქო აქტივისტი ბესო წერედიანი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესა და მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. წერედიანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დავითაძის ოჯახი წარსულში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, ახლა კი, მისი შეფასებით, შვილის დაცვის მოთხოვნის გამო ხელისუფლების მხარდამჭერთა თავდასხმის ობიექტი გახდა.

„ანუ ტიპი თავგადაკლული ქოცი იყო მაშინ, როდესაც დღევანდელი ქოცები ჩვენთვის ხმებს აგროვებდნენ სოფელ-სოფელ, იყო აქტივისტიც, დეპუტატიც და საკუთარი შვილის დაცვას ითხოვს, რომელიც პირდაპირ ამბობს, გამაუპატიურესო და ქოცები არათუ იცავენ, აგინებენ, ბოლომდე მიწაში დებენ და ქოლავენ.

არც ის დაგავიწყდეთ, რომ დღემდე ვერცერთმა რეალურმა ქოცმა სახალხოდ ვერ თქვა, „იმ 9 წლის“ განმავლობაში გამაუპატიურესო, სახელდებულად.

თავისას არ ინდობენ, თავისას ანადგურებენ, თავისას სწირავენ. მათთვის არ არსებობს დედა, მამა, შვილი, ძმაკაცი, ნათლია, მოძმე და თანამემამულე.

მათთვის არ არსებობს ცნებები: ღირსება, რწმენა, თავმოყვარეობა, სიამაყე...

ესენი არიან ქართველები და ამათთან აპირებთ მოლაპარაკებას?

ამათთან აპირებთ სახელმწიფოს შენებას და მომავლის აღზრდას?“ – წერს ბესო წერედიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა