Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ

ნახვები: 330 მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში მოქალაქეებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებში საკუთარი რეალური პოზიციის დაფიქსირების ეშინიათ. მისი თქმით, ამ გარემოების გათვალისწინების გარეშე კვლევის შედეგების შეფასება რეალურ საზოგადოებრივ განწყობებს ვერ ასახავს.

„ტყვედ ჩავარდნის წინ, კიევში შევხვდი IPSOS საზოგადოებრივი კვლევის, უდიდესი ევროპული კომპანიის რეგიონულ დირექტორს. მან მითხრა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება ურთულესია, ვინაიდან ხალხს ზუსტად ისევე ეშინია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და დონეცკში და რომ პირდაპირ კითხვის დასმა უაზრობაა და ირიბი კითხვებით უნდა დაადგინო ნამდვილი განწყობა.

ასეთი იყო სიმართლე მასობრივ რეპრესიებამდე, ხალხის ციხეში ჩაყრამდე და ქუჩებში ხალხის ტერორამდე და ახლა როგორ ეშინია ხალხს კვლევებში სიმართლის თქმის, ხომ წარმოგიდგენიათ! და 46%-დან, რომელმაც უარი თქვა პასუხის გაცემაზე, რამდენია იგივე „ნაცმოძრაობის“ მხარეს? და ვინც თქვა, „ოცნებას“ ვაძლევ ხმასო, რამდენი ოჯახის წევრია ა(ა)იპ-ის და სსიპ-ის თანამშრომელი, ან რამდენს უბრალოდ ეშინია სიმართლის თქმა.

და ბოლოსდაბოლოს, აქეთ-იქით გაიხედეთ, თქვენს გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი?! ხოდა შეწყვიტეთ მოთქმა და ქოთქოთი და იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა