Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ნახვები: 319 დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

 

დიდი ბრიტანეთი „რუსეთის სანქციების რეჟიმის“ ფარგლებში 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს სანქციებს უწესებს. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, სანქცირებულთა შორის სამი პირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან არის დაკავშირებული.

სანქციები შეეხო მარატ კამბოლოვს, ალან გაგლოევსა და რუს პოლიტტექნოლოგ სერგეი ტოლმაჩოვს.

„დღეს, დიდი ბრიტანეთი, „რუსეთის სანქციების რეჟიმის“ ფარგლებში, სანქციას უწესებს 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. სანქცირებულთა შორის არის სამი პირი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან: მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უპატივცემულობაში გამოიხატება.

„მათ შორისაა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ოკუპაციის გაგრძელება.

დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს საკუთარი უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მეშვეობით.

დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტია, ალან გაგლოევი კი ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი. სერგეი ტოლმაჩოვი რუსი პოლიტტექნოლოგია. მედიის ცნობით, იგი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას საარჩევნო კამპანიის მართვაში იყო ჩართული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა