Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აშშ-ში სიკვდილმისჯილი ქალი სასიკვდილო ინექციის შემდეგ გადარჩა

ნახვები: 255 აშშ-ში სიკვდილმისჯილი ქალი სასიკვდილო ინექციის შემდეგ გადარჩა

 

აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქალი სასიკვდილო ინექციის გაკეთების შემდეგ გადარჩა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის პროცედურის დროს 50 წლის კრისტა პაიკს პენტობარბიტალის ორი ინექცია გაუკეთეს, თუმცა მსჯავრდებული გადარჩა და ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაიკის ადვოკატების განცხადებით, ინექციის გაკეთების შემდეგ მსჯავრდებული 40 წუთის განმავლობაში კვლავ სუნთქავდა.

ადვოკატებმა სასამართლოს სიკვდილით დასჯის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს და განაცხადეს, რომ პროცედურამ მათი დაცვის ქვეშ მყოფის „გაუმართლებელი აგონია“ გამოიწვია, რაც, მათი შეფასებით, მისი უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

კრისტა პაიკს სიკვდილით დასჯა 1995 წელს 19 წლის კოლინ სლემერის წამებისა და მკვლელობისთვის აქვს მისჯილი. დანაშაულის ჩადენისას პაიკი 18 წლის იყო.

საქმეს აშშ-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ იმ პერიოდში გავრცელებული ე.წ. „სატანისტური პანიკის“ ფონზე გარდაცვლილის სხეულზე პენტაგრამა იყო ამოკვეთილი.

სიკვდილით დასჯის აღსრულების შემთხვევაში, პაიკი ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველი ქალი გახდება, რომელსაც ტენესის შტატში სიკვდილით დასჯიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა