Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს

ნახვები: 402 მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
 

პოლიტიკოს მამუკა გამყრელიძის შეფასებით, რუსეთის სახელმწიფო დუმის ახალი შემადგენლობის შეკრების შემდეგ საკადრო სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის, ხოლო კრემლის სავარაუდო გეგმები მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებას არ აპირებს.

როგორც გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, არჩევნებამდე არსებობდა ინტრიგა, შეიცვლებოდნენ თუ არა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, თუმცა ვლადიმირ პუტინმა არჩევნების შემდეგ ღიად დაუჭირა მხარი ვიაჩესლავ ვოლოდინსა და მიხაილ მიშუსტინს.

„ხვალ რუსეთის დუმის ახალი შემადგენლობა პირველ სესიაზე შეიკრიბება. არჩევნებამდე არსებობდა ერთგვარი ინტრიგა, შეიცვლებოდა თუ არა დუმის თავმჯდომარე ან პრემიერი, მაგრამ არჩევნების შემდეგ პუტინმა ღიად დაუჭირა მხარი ვოლოდინსა და მიშუსტინს. სიურპრიზებს აღარ უნდა ველოდოთ“, – წერს გამყრელიძე.

მისივე თქმით, როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციური რუსი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრემლი რეგიონებში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების, პირველ რიგში კი სამხედროების დანიშვნას დაიწყებს.

გამყრელიძის შეფასებით, ეს გარემოება ომის გაგრძელების განზრახვაზე მიუთითებს. ამასთან, მისი აზრით, ომის დასრულებას ორივე ქვეყნისთვის ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო წინააღმდეგობები ართულებს.

„ამისთვის დუმამ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები და ამოიღოს ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის კუთვნილებად თავად ცნო. ეს რუსეთის კაპიტულაცია იქნებოდა. სჯერა კი ვინმეს, რომ ბირთვული სახელმწიფო ამაზე დათანხმდება?“ – აღნიშნავს პოლიტიკოსი.

გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ტერიტორიულ დათმობაზე ვერც უკრაინა წავა, რადგან ეს მისთვისაც კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა.

„გამოდის, რომ მანაც უნდა იომოს, სანამ ერთ-ერთი ბოლომდე არ გამოიფიტება დემოგრაფიულად და ეკონომიკურად. დღეისთვის კი ამ ომში ცუგცვანგია. კარგი გამოსავალი არ ჩანს“, – წერს მამუკა გამყრელიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა