Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი ფავლენიშვილი: შსს-მ რიყის პარკში აქციის ჩატარებაზე უარი გვითხრა, თუმცა 1-ელ ოქტომბერს მაინც შევიკრიბებით

ნახვები: 322 ირაკლი ფავლენიშვილი: შსს-მ რიყის პარკში აქციის ჩატარებაზე უარი გვითხრა, თუმცა 1-ელ ოქტომბერს მაინც შევიკრიბებით
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პარტიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, შეკრება დაგეგმილ დროსა და ადგილზე მაინც გაიმართება.

ფავლენიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაა. მან შსს-ს მითითება უკანონოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს საჯარო სივრცეში შეკრების უფლება არ უნდა შეეზღუდოთ.

„გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან ხუთი წლის თავზე, აქცია ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით. თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნება შსს-სა და მერიას.

ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უკანონო გახლავთ. შეუძლებელია, რომ საჯარო სივრცეებში, თუნდაც პარკებსა და სკვერებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ შიშით არის განპირობებული.

„კარგად იციან, რომ აღმშენებლობის ცხრაწლიანი პერიოდი აუცილებლად გაგრძელდება ამ ქვეყანაში და შეწყდება ნგრევის 14 წელი. კარგად იციან ის როლი, რომელსაც ითამაშებს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქართველ ხალხთან ერთად ამ რეჟიმის დემონტაჟის საქმეში“, - აღნიშნა მან.

ფავლენიშვილმა მხარდამჭერებს მოუწოდა, შესაძლო დაბრკოლებების მიუხედავად, აქციაზე მივიდნენ.

„რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახებისა და გაძარცვის სიმბოლოდ. აუცილებლად შევიკრიბებით 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

აქცია 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის პარკში, ე.წ. დოქებთან არის დაგეგმილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა