Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი

ნახვები: 369 28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექი იქნება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ნალექი ზოგან ძლიერი ინტენსივობის იქნება.

მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, საფრთხის დონე საშუალოა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა