Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს

ნახვები: 483 პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის პარკის ამფითეატრში საპროტესტო შეკრებას აანონსებს. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ და „ქართული ოცნების“ მმართველობის 14 წელს გააპროტესტებენ.

ცისკარიშვილის თქმით, შეკრებას შეუერთდებიან როგორც თბილისის მცხოვრებლები, ისე რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები.

„ამ ნგრევის 14 წლისთავის გასაპროტესტებლად უნდა შევიკრიბოთ რიყის პარკში, იქვე არსებულ ამფითეატრში, პირველ ოქტომბერს, 17:00 საათზე. მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და საინტერესო შეკრება გავმართოთ. ბევრი ადამიანი გამოვა სიტყვით, ბევრი ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერი მოვა თბილისიდან, ასევე ჩამოვლენ რეგიონებიდანაც“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მან ასევე გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს უკავშირდება. ცისკარიშვილის შეფასებით, პროცესი აბსურდულია, რადგან მაშინდელმა პრეზიდენტმა მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, თანამდებობა დატოვა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

„19 წელია გასული იმ პერიოდიდან. ეს ეგრეთ წოდებული სასამართლო ზის აქ და სერიოზული სახეებით მსჯელობენ და განიხილავენ იმ პერიოდის მოვლენებს. კიდევ უფრო მეტად უნდათ, რომ ის აბსურდული ბრალი, რაც სააკაშვილს უკვე წარდგენილი აქვს, კიდევ უფრო დამძიმდეს ამ აბსურდული 7 ნოემბრის სასამართლო მოსმენებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა მან.

ცისკარიშვილმა რიყის პარკში მდებარე ე.წ. დოქების შენობის დემონტაჟზეც ისაუბრა და ის „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად მიყენებული ზიანის სიმბოლოდ შეაფასა.

„არ შეიძლება ამდენი ხანი მოთმენა! სიმბოლურად, თვითონ ეს რიყის დოქების შენობა, რომელიც იყო ერთ-ერთი უპრინციპულესი და ულამაზესი ამ ქალაქში, ინგრევა და „ქოცების“ ხელით იშლება.

ამის ნახვა ალბათ ბევრისთვის საინტერესო იქნება, ვისაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ იმ ადგილებში გაევლო და საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ სპობს ამ არქიტექტურულ მემკვიდრეობას „ქოცების“ რეჟიმი“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, აქცია 1-ელ ოქტომბერს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა