Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

Politico: ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების საგზაო რუკებს ამზადებს, საქართველო მათ შორის არ არის

ნახვები: 290 Politico: ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების საგზაო რუკებს ამზადებს, საქართველო მათ შორის არ არის

 

ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების ინდივიდუალური საგზაო რუკების შემუშავებას განიხილავს. საუბარია მონტენეგროზე, უკრაინაზე, მოლდოვასა და ალბანეთზე, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველაზე წინ არიან წასული. ინფორმაციას Politico ევროკომისიის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი ინიციატივის მიზანია, კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო, ეტაპობრივი გზა შესთავაზოს და კონკრეტულად განუსაზღვროს, რა მოთხოვნები უნდა შეასრულონ მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად.

საგზაო რუკები ვალდებულებებს ევროკავშირის მოქმედ წევრებსაც დაუწესებს, რომელთა თანხმობაც გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის აუცილებელია. ამასთან, დოკუმენტებში განისაზღვრება სავარაუდო ვადები რეფორმების ცალკეული ჯგუფების, ე.წ. მოლაპარაკებების კლასტერების, ოფიციალურად დასრულებისთვის.

Politico-ს წყაროების ინფორმაციით, ინიციატივა ამ ეტაპზე არ გავრცელდება გაწევრიანების პროცესის შედარებით ადრეულ ეტაპზე მყოფ ქვეყნებზე, მათ შორის კოსოვოზე, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბოსნია და ჰერცეგოვინაზე.

საგზაო რუკებს არც საქართველო, თურქეთი და სერბეთი მიიღებენ. გამოცემის განმარტებით, ამ ქვეყნების გაწევრიანების პროცესები დემოკრატიული განვითარებისა და სასამართლო სისტემის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო შეჩერებულია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა