Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებაზე: ჩუმად როგორ შეხვდა ტრამპს, არ ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხულია

ნახვები: 328 გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებაზე: ჩუმად როგორ შეხვდა ტრამპს, არ ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხულია
 

„ფედერალისტების“ ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა. ბოკერიას შეფასებით, საქართველოსთვის არსებითი არა ცალკეული შეხვედრები, არამედ ისეთი ხელისუფლების არსებობაა, რომელიც დასავლელ მოკავშირეებთან ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის პროაქტიულად იმუშავებს.

„ჩუმად როგორ შეხვდა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, არსებითია, გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ისტორიულ მომენტში აწუხებს მოკავშირეებს, რათა საქართველოს უსაფრთხოება დასავლური, ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მყოფი ქვეყნების ნაწილი გახდეს. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და საქართველოს ეროვნული ამოცანების მიღწევა შეუძლებელია. ბოკერია „ქართულ ოცნებას“ დასავლურ სამყაროსთან დაპირისპირების შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

„ნორმალიზაცია გვჭირდება ეროვნული ამოცანების მისაღწევად. ამ რეჟიმმა შექმნა დასავლეთთან დაპირისპირება, ჩვენი მტრის, რუსეთის საქმე გააკეთა“, - აღნიშნა მან.

ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ქვემო ქართლში ირანის გავლენა ძლიერდება, რასაც საქართველოს უსაფრთხოებისა და დასავლეთთან ურთიერთობებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

„გამორიცხულია, რომ ამ რეჟიმმა, ივანიშვილის გარემოცვით, ეს ეროვნული ამოცანა შეასრულოს, იმის მიუხედავად, როდის რა პროპაგანდას მიმართავენ ნორმალიზაციის მიმართულებით“, - განაცხადა „ფედერალისტების“ ლიდერმა.

ბოკერია სოხუმის დაცემის დღესაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, ხოლო რუსეთის მიზანი მაშინაც ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტება იყო და დღესაც უცვლელი რჩება.

„როდესაც რუსეთმა დაიკავა სოხუმი, შემდეგ მთლიანად აფხაზეთი, მოაწყო ქართველთა გენოციდი, მოარყია ქართული სახელმწიფოებრიობა, მაშინ, ჩანასახშივე, ეს იყო რუსეთის ამოცანა, არ დაეშვა ქართული სახელმწიფოებრიობა. იგივე ამოცანა აქვს დღეს ჩვენს მტერს, რუსეთს“, - განაცხადა მან.

ბოკერიას შეფასებით, საქართველოს დღეს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, განამტკიცოს დამოუკიდებლობა, გააძლიეროს თავდაცვა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობები. ამ მიზნების მისაღწევად ის საზოგადოების ერთობისა და ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ჩვენი ხსოვნა იმ ადამიანების, ვინც თავი შესწირა საქართველოს სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობასა და ერთიანობას, გვავალდებულებს, რომ ეს ისტორიული შანსი გამოვიყენოთ, რათა შემდგომშიც თაობები არ შეეწირონ სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, ტერორსა და რეპრესიას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა