Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

ნახვები: 307 სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
 

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა და მეორე, ბოლო ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა უფლებამოსილების ამოწურვამდე შვიდი თვით ადრე დაასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

27 სექტემბერს, გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე, ვუჩიჩს ბელგრადის ცენტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ შეკრებილი ასობით მხარდამჭერი ოვაციებით შეხვდა.

„ეს ჩემთვის ამ შენობაში გატარებული ბოლო საღამოა. ერთგულად ვემსახურე თქვენ და ჩემს სამშობლოს, სერბეთს. ვამაყობ იმით, რაც ერთად გავაკეთეთ“, - მიმართა მან მხარდამჭერებს. 

ვუჩიჩის გადადგომა 25 ოქტომბერს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვევა. ეს ნაბიჯი მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ მისი „სერბეთის პროგრესული პარტია“ (SNS) ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს. 

საპარლამენტო არჩევნებში SNS-სა და მის მოკავშირეებს კონკურენციას გაუწევენ სტუდენტების ხელმძღვანელობით მოქმედი ანტიკორუფციული მოძრაობა „სტუდენტები იმარჯვებენ“ (Students Win) და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ალიანსი „ევროპული სერბეთი“ (European Serbia).

სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩი შეასრულებს. საპრეზიდენტო არჩევნები 90 დღის ვადაში უნდა დასრულდეს, საარჩევნო კამპანია კი 30-დან 60 დღემდე გაგრძელდება.

ვუჩიჩის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დეკემბრის ბოლომდე გაიმართება.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა