Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს

ნახვები: 436 ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

ფრანგი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მუშაობის პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა და ისტორიულ წარმატებას მიაღწია: 2024 წელს პირველად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, დაძლია ჯგუფური ეტაპი და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

რამაზ სვანაძე აქამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.

„მადლობა ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ“, - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა