Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს

ნახვები: 359 პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
 

მომღერალი პაატა ბურჭულაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში 4 ოქტომბრის ეროვნულ კრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მნიშვნელობა დროთა განმავლობაში უფრო მეტად გამოჩნდება. მისი თქმით, მიუხედავად კრების დაკნინების მცდელობებისა, ის შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო.

„ბევრ არაკეთილმოსურნეს, ამა თუ იმ მიზეზების გამო, უნდოდა და ახლაც უნდა მისი დაკნინება, მაგრამ არ გამოუვიდა; კრება შედგა! მან ერთხმად მიიღო დეკლარაცია და ეს ფაქტია. მართალია, „ოცნება“ ჯიუტად არ იმჩნევს დეკლარაციას, რომელსაც ერთხმად ასობით ათასმა მოქალაქემ უყარა კენჭი და აგრძელებს ბოროტად „მთავრობანას“ თამაშს, მაგრამ ხალხის მხარდაჭერის გარეშე ის უკვე დიდხანს ვერ გასტანს“, - წერს ბურჭულაძე.

მისი განცხადებით, 4 ოქტომბერს ეროვნული კრების ჩატარებიდან ერთი წელი სრულდება. ბურჭულაძის თქმით, მას საქართველოს სხვადასხვა ქალაქის, რაიონული ცენტრისა და სოფლის წარმომადგენლები, ასევე გალის რაიონიდან, ცხინვალის რეგიონიდან და ემიგრაციიდან ჩამოსული დელეგატები ესწრებოდნენ.

ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ წერილებს იღებს პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც, მისი თქმით, ეროვნული კრების გადაწყვეტილების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალეს და ახლა მას დადებითად აფასებენ. ამასთან, ის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც 4 ოქტომბრის მოვლენებს კვლავ აკრიტიკებენ, ალტერნატიული სამოქმედო გეგმის წარმოდგენისკენ მოუწოდებს.

„იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ, რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“, - ნათქვამია წერილში.

ბურჭულაძის განცხადებით, მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ „გადარჩევნები“ ჩაატარეს, ხოლო არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა.

„ჩემო თანამებრძოლებო! ჩვენ ეს შევძელით: „ოცნების“ „არჩევნების“ დღეს, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ! თვითმარქვიების დრო სამუდამოდ უნდა მორჩეს საქართველოში. სანამ ერთად ვართ ჩვენ, ვერც შიდა და ვერც გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს! გამარჯვება გარდაუვალია! გაუმარჯოს თავისუფალ, ერთიან, ევროპულ საქართველოს, ბრძოლა ბოლომდე!“ - წერს პაატა ბურჭულაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა