Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა

ნახვები: 408 საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების პირველი მატჩი „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართა. მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წამზე გაშვებული გოლით საქართველო 0:1 დამარცხდა.

ვილი სანიოლის შერჩეული შემადგენლობა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა – ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, ასევე შესანიშნავ ფორმაში მყოფი ირაკლი ეგოიანი. ლოგიკური კი „ფროზინონეს“ თავდამსხმელის, გიორგი კვერნაძის დაყენება იყო, რომელმაც იტალიის სერია A-ში სეზონი შესანიშნავად დაიწყო.

მართალია, ტრიბუნებზე მხოლოდ საფეხბურთო სკოლების მოთამაშეები დაუშვეს, მაგრამ მცირერიცხოვანმა ქომაგმაც სტადიონზე კარგი ატმოსფერო შექმნა. პატარები გუნდს მხარს ომახიანად უჭერდნენ.

სტუმრებმა თამაში მაღალი პრესინგით დაიწყეს და ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს მეტოქის დაცვაში თავისუფალი სივრცეების ნახვა ძალიან გაუჭირდა. პირველი რეალური მომენტი 38-ე წუთზე კვარაცხელიას კუთხურის შემდეგ შეიქმნა, მაგრამ კვერნაძის თავური დარტყმა მცველმა მოიგერია.

პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა. სანიოლმა თამაშის შეცვლა მოედანზე ჩაკვეტაძის გამოყვანით და კვარაცხელიას ჩვეულ პოზიციაზე გადაწევით სცადა. ამან გუნდი აშკარად გამოაცოცხლა. სწორედ „უდინეზეს“ შემტევმა შექმნა რეალური მომენტი 53-ე წუთზე და კარის წინ მიქაუტაძე დატოვა, მაგრამ „ვილიარეალის“ ფორვარდმა მეკარეს ვერ აჯობა.

64-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა. ლოჩოშვილის წაქცევისთვის მსაჯმა სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც კვარაცხელიამ შეასრულა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.

მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ მატჩი ფრედ დასრულდებოდა, მსაჯის მიერ დამატებულ, მე-6 წუთზე საქართველოს ნაკრების კარში გოლი ჩარლზმა გაიტანა და ჩრდილოეთ ირლანდიამ 1:0 გაიმარჯვა.

ჩვენი გუნდი ერთა ლიგაზე შემდეგ შეხვედრასაც შინ გამართავს – 28 სექტემბერს „დინამო არენაზე“ უკრაინას უმასპინძლებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა