Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნახვები: 347 არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიების ინფორმაციით, 2023 წელს „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა თანამოაზრეებთან ერთად, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ნაცნობი არასრულწლოვანი მოტყუებით წაიყვანა თბილისში მდებარე მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც მას სხვადასხვა ბლაგვი საგნით ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ და მის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა განახორციელეს.

შსს-ის ცნობით, 2025 წელს ბრალდებულმა კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფური ძალადობისა და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება განახორციელა.

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცნობილი ხდება, რომ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, ასევე ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულის თანამოაზრეებმა მობილური ტელეფონითაც გადაიღეს ინტერნეტსივრცეში განთავსების მიზნით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. აღნიშნულ დანაშაულებში მონაწილე პირთა ნაწილი სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში.

სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობენ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან დაკავშირებული სხვა პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია და 25-144-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა