Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა

ნახვები: 371 სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა

 

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებიდან აღებული სურსათის 129 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევების შემდეგ დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, ლაბორატორიული კვლევისთვის ბაღებიდან აღებულია ხილ-ბოსტნეულის, რძის ნაწარმის, ხორცისა და ხორცპროდუქტების, ასევე მარცვლეულის ნიმუშები.

კვლევა მოიცავს მძიმე მეტალების, ნიტრატების, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებისა და პათოგენების, მათ შორის სალმონელას, შიგელასა და სხვა მიკროორგანიზმების შემოწმებას.

„ამ დროისთვის გამოკვლეულია საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ყველა გამოკვლეული ნიმუში სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და უვნებლობის ნორმებს. დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, კომპლექსური მოკვლევის ფარგლებში ინსპექტირების ჯგუფებმა 70-მდე ობიექტი შეამოწმეს, მათ შორის საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში, რომელთა შედეგებიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

შესაბამისად, ამ ეტაპზე გამოქვეყნებული შედეგები მხოლოდ უკვე გამოკვლეულ 129 ნიმუშს ეხება. სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს განაგრძობს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდო ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში გადაიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევები მიუთითებს, რომ გასტროენტერიტის შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო.

აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიებაც მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა