Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა

ნახვები: 333 ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა

 

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას პოზიციაა, რომ სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ინფორმირებული იყვნენ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ამის შესახებ გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გიორგი გახარიას პოზიცია არის ცალსახა, რა თქმა უნდა, ყველამ ყველაფერი იცოდა. მამუკა ბახტაძემაც, თავდაცვის მინისტრმაც, სუს-მაც და გიორგი ხოჯევანიშვილმაც. მათ ყველაფერი იცოდნენ“, - განაცხადა სიჭინავამ.

ადვოკატის თქმით, ჩორჩანას საქმეზე სასამართლო განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. უკვე დაიკითხნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია, მოწმეთა სიაში კი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაურიც არის.

სიჭინავა ამტკიცებს, რომ საგუშაგოს მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება გახარიას ერთპიროვნულად არ მიუღია და შეუძლებელია, საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესების შესახებ თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია არ ჰქონოდათ.

მისივე შეფასებით, საქმის ფარგლებში მაღალი თანამდებობის ყოფილი პირების ჩვენებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

„ერთი მეორის მიყოლებით მოჰყავთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და არამხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აძლევინებენ ჩვენებას, მათ შორის საკუთარი თავის წინააღმდეგაც“, - განაცხადა ადვოკატმა.

სიჭინავას თქმით, საგუშაგოს მშენებლობის შემდეგ გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობა ორჯერ გამოუცხადეს, ხოლო პირები, რომლებიც დღეს მის წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევენ, სხვადასხვა დროს მის მთავრობაში ან სახელმწიფო უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ზოგიერთი მოწმის გამოყენება გახარიას წინააღმდეგ დაშინებით ან ფინანსური მოტივაციით ხდება. ეს ბრალდება სიჭინავას შეფასებაა.

„ეს არის პროცესი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. მე არ მინდა წარმოვიდგინო, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის, ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ საქმე მომავალში ხელახალი გამოძიების საგანი გახდება.

ცნობისთვის, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რასაც საოკუპაციო ძალების კონტროლის გაფართოება და დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა მოჰყვა. ბრალდების თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლებიც.

გახარიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა