Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ნახვები: 285 დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

 

დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული ნაკადის გავლის შედეგად მდინარე თერგი დროებით შეგუბდა, წყლის დონემ დაახლოებით 4 მეტრს მიაღწია, ხოლო საქართველოს სამხედრო გზის 134–135-ე კილომეტრზე საავტომობილო გზა დაზიანდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია და გზის გახსნის რეკომენდაცია უკვე გაიცა.

სააგენტოს ცნობით, 25 სექტემბერს, 06:22 საათზე, დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებულმა ადრეული გაფრთხილების სისტემამ ღვარცოფული პროცესი დააფიქსირა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს განგაშის სიგნალი დაუყოვნებლივ გადასცა.

სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობების ჩამოშლისა და კლდეზვავური პროცესების კვალი არ გამოვლენილა.

„ღვარცოფული ნაკადის გავლის შედეგად, მდინარე დევდორკმა მდინარე თერგის მოკლევადიანი შეგუბება გამოიწვია, რის შედეგადაც წარმოიქმნა მოკლეტალღოვანი ნაკადი. სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ჭალა-კალაპოტმა უზრუნველყო წარმოქმნილი ნაკადის უსაფრთხოდ გატარება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მდინარის მარჯვენა ნაპირის ეროზიამ საქართველოს სამხედრო გზის 134–135-ე კილომეტრზე საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებული განგაშის სისტემა საშუალებას იძლევა, საფრთხის გამოვლენისთანავე შესაბამისი პროტოკოლით განსაზღვრული ღონისძიებები განხორციელდეს.

სააგენტომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციასთან, შემოსავლების სამსახურთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და დარიალ ჰესის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გზის გახსნის რეკომენდაცია გასცა.

დევდორაკის ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემა მუშაობას ოპერატიულ რეჟიმში განაგრძობს და მსგავსი პროცესის განმეორების შემთხვევაში განგაშის სიგნალი კვლავ დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა