Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს

ნახვები: 312 გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, ალექსანდრე ქურასბედიანს, მეტსახელად „წრიპას“, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

შსს-ის ცნობით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა. უწყების განცხადებით, ისინი ალექსანდრე ქურასბედიანს დაუკავშირდნენ და მასთან ერთად მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი განსაზღვრეს.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობის უშუალოდ შესასრულებლად თბილისიდან გურიაში პირი ჩაიყვანეს, რომელსაც დაკავების შემთხვევაში მატერიალურ უზრუნველყოფასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მფარველობას დაჰპირდნენ.

„ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი, შეარჩიეს ჩასაფრებისა და თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილი და წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულის დაფარვის გეგმა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჯგუფის წევრები მკვლელობის განხორციელებამდე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომლებითაც, გამოძიების თანახმად, ისინი ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა