Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს

ნახვები: 352 თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ და თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ, №12 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.

მათ საპატიმროსთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. შესაბამის ფოტოს „ტვ პირველი“ ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით, ხოლო ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სამივე მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა. ბურჭულაძისა და მხეიძის შემთხვევაში შეთანხმების საფუძველი დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა. მათ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ახალ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებები მისცეს.

კერძოდ, ბურჭულაძის ჩვენების თანახმად, ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი თავად დაიტოვა, ხოლო დარჩენილი 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად გადასცა.

საპროცესო შეთანხმებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს სასჯელად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობით ჩაეთვლება. მას ასევე 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა.

ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას სასჯელად 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, საიდანაც 1 წელი და 2 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოეხადათ, ხოლო 3 წელი პირობით ჩაეთვალათ. თითოეულ მათგანს 100 000 ლარის ჯარიმაც დაეკისრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა